Accentnews.ge
ღარიბაშვილმა ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორად ოკუპაციის შემდეგ ენმ დაასახელა

ღარიბაშვილმა ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორად ოკუპაციის შემდეგ ენმ დაასახელა

12/06/2020 13:20:32 პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი, რუსული ოკუპაციის შემდეგ, პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიზიტისას ისაუბრა.

„ყველაფერი, რაც ვთქვი და უკავშირდება დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ პარტიულ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებას და ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფსევდოდასავლური იმიჯითა და ქმედებებით თანხვედრაშია ქვეყნის მთავარ გამოწვევებთან:

„ჩვენ ყველამ გასულ წელს ივნისში ვიხილეთ მათი რეალური ქმედება, მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია“.

მანამდე, პარლამენტში მოხსენებით წარდგომისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ქვეყანაში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ისეთი ინსტიტუტების დასუსტება წარმოადგენს, როგორებიც არიან ეკლესია, ჯარი, პოლიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S