Accentnews.ge
"ბევრი თხოვნის შემდეგ გადავწყვიტე მაჟორიტარი ვიყო"

"ბევრი თხოვნის შემდეგ გადავწყვიტე მაჟორიტარი ვიყო"

12/06/2020 18:39:10 საშინაო პოლიტიკა

პანკისში ჩატარებულის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მალხაზ მაჩალუკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნის შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა ვიყო პარლამენტში. დღეს ვხედავ როგორ მექცევა თუნდაც პარლამენტი და ყველა სახელისუფლებო ორგანო. ამის გამო გადავწყვიტე, ხომ არ იქნებოდა ჩემი სამართლიანობის მისაღწევად უკეთესი, რომ ვიყო მაჟორიტარი. ამას ვაკეთებ არამარტო ჩემი გულისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უსამართლოდ დაიჩაგრნენ მახინჯი სისტემისაგან. მხედველობაში მყავს მახინჯი სასამართლო, მახინჯი პროკურატურა და მახინჯი პარლამენტი. მაჩალიკაშვილს რა უნდა პარლამენტშიო რომ იძახიან, თუ გავითვალისწინებთ ვინ ზის დღეს პარლამენტში, მაჩალიკაშვილი შეიძლება ამერიკის სენატშიც დასვან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბაადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს და რამდენიმე დღეში იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

მოგვიანებით პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

იხილეთ ასევე: კითხვები თემირლანის საქმის გარშემო

რა სიახლეები გამოვლინდა მაჩალიკაშვილის საქმეში: „ძალიან მძიმე იყო აღმოჩენა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S