Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "არჩევნები შეიძლება, დეკემბერში ჩატარდეს"

ირაკლი კობახიძე: "არჩევნები შეიძლება, დეკემბერში ჩატარდეს"

13/06/2020 17:12:33 პოლიტიკა

არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს, მაშინ არჩევნები ჩატარდება დეკემბერში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„აციებას უკავშირდება რისკების ზრდა, სამწუხაროდ, ეს ემთხვევა არჩევნების თარიღს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური - სამ კვირაში, რაც უწევს დაახლოებით 21 ნოემბერს.

როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, გარკვეული წესი ყველა შემთხვევაში უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით - ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვა, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარება და ასე შემდეგ, ამანაც არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება, ასეთ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია - თუ მეორე ტალღა დადგა და დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S