Accentnews.ge
პანკისის ხეობის “ფართო ავტონომია”: ცხინვალის პროგნოზი და პანკისელების პასუხი

პანკისის ხეობის “ფართო ავტონომია”: ცხინვალის პროგნოზი და პანკისელების პასუხი

26/04/2019 18:25:09 კონფლიქტები

ანკისი უახლოეს ხანებში ფართო ავტონომიის მოთხოვნით გამოვა, - თვლის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

ცნობისთვის: 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოხდა შეტაკება ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს შორის. ხეობაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სპეცრაზმელები, დაზიანდა ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა და შსს–ს კუთვნილი მანქანები. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც პოლიციამ ხეობა დატოვა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ ჰესი არ აშენდება მანამ, სანამ მის მშენებლობას მხარს მოსახლეობის 90% არ დაუჭერს. 

ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

მედოევის აზრით, ბოლო დღეებში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები – ეს “არ იყო ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის მხრიდან მარტო ბინადრობის არეალისა და ამ ტერიტორიის უნიკალური ეკოლოგიის დაცვის მცდელობა, - ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულადაა, - საქმე გვაქვს კომუნისტების დროიდან დაწყებული, ყველა ქართული მთავრობის უგუნური ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგთან”.

ეს პოლიტიკა საქართველოში ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში იქნა ლეგალიზებულიედუარდ შევარდნაძის დროს მეტ-ნაკლები წარმატებით გრძელდებოდა,ხოლო მიხეილ სააკაშვილმა იგი სახელმწიფო პოლიტიკად აქციაამ პოლიტიკის ერთ-ერთ შედეგად 90-იან წლებში, გამსახურდიას პერიოდში მასობრივი ეთნიკური წმენდის გამო ამ ადგილებიდან ოსური მოსახლეობის გაქცევა იქცარამაც მთლიანად რეგიონში ეთნოეროვნული ბალანსის რღვევა გამოიწვიამაშინ თბილისში ამის შესახებ არავინ ფიქრობდაეროვნული მოძრაობის ლოზუნგები “საქართველო – უპირველეს ყოვლისა” და “საქართველო ქართველებისთვის“ სტრატეგიულ აზროვნებაზე უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა… იგივე მოხდა ბორჯომის ხეობაშისადაც 1990—1991 წ.წ. მრავალათასიანი ძირძველი ოსური მოსახლეობა ქართველმა ნეონაცისტებმა სახლებიდან გაყარესდა მხოლოდ მეზობელი სომხეთის წყალობით მოხერხდა ბევრად უფრო მასშტაბური შედეგებისა და ჰუმანიტარული კატასროფის თავიდან აცილება», - ნათქვამია მედოევის დე ფაქტო საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

«არ გამიკვირდებადემოკრატიის სულისა და კანონების შესაბამისა, აქ ლქის მაცხოვრებელთათვის ფართო ავტონომიის მინიჭების შესახებ ლოზუნგები გაჩნდეს. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია», - დასძენს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავს განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს პანკისის ხეობის მკვიდრი მუსა პანკისელი.


„ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადებები მოვისმინეთ როგორც ე.წ. ექსპერტების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. მუშაობენ ტროლებიც, თითქოს ეს რაღაც გაუგონარი უბედურება იყო. ბენზინის ფასის მომატების გამო საფრანგეთში ყოელ შაბათ–კვირას იმართებოდა მსგავსი აქციები და ეს  ვინმენ შეაფასა, რომ ამ ხალხს ქვეყნის დაქცევა, სახელმწიფო გადატრიალება სურდა? ვისმენთ პანიკურ კომენტარებს, თითქოს ქისტები ითხოვენ ავტონომიასო, გარე ძალები მუშაობენო, დაუმორჩილებელირეგიონიო, იქ კანონი არ მოქმედებსო და ათასი აღმაშფოთებელი სისულელე.ჯერ ერთი, სტატისტიკა მაინც მოიშველიონ – აქ ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქეები ცხოვრობენ. მეორეც, დაასახელონ შემთხვევა, როდესაც პანკისელები გმოვიდნენ და მსგავსი განცხადებები გააკეთეს. როსის იყვნენ შემჩნეული ქისტები სეპარატისტულ განწყობებში? ვინც ამ სისულელეებს ლაპარაკობს, ვგულისხმობ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლებსაც, სწორედ მათ ინტერესშია ეს. მტები იქ არ უნდა ვეძებოთ, სადაც არ არიან.

მე თავიდანვე ვიყავი პროცესებში ჩართული და ვიცი, რა სახის შეცდომები იქნა დაშვებული. შესაძლოა, ჩვენც ბევრი გვქონდეს სათქმელი, ბევრი კრიტიკა, თუ როგორ წარიმართა პროცესები თუნდაც ხელისუფლების მხრიდან, თუმცა თავს ვიკავებთ. ორივე მხარემ ვიცით, ვინ სად დააშავა. უბრალოდ, ახლა იმის დრო არაა, ერთმანეთისკენ გავიშვიროთ თითო, ერთმანეთს ეჭვის თვალით არ უნდა შევხედოთ. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვზარალდებით, ყველანი ვაგებთ, ხოლო თუ ვაშენებთ, ყველანი ერთად ვაშენებთ.

რაც სეეხება უშუალოდ აქციას, ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი, სიტუაცია ჩაწყნარდა და ინციდენტიც ამოიწურა. რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამას ადგილობრივი მოსახლეობაც განიცდის. მხოლოდ ის კადრ რად ღირდა, შეუძლოდ მყოფ სპეცრაზმელს აქციის მონაწილე ქისტები რომ უვლიან. ეს კადრი ყველაფერზე მეტყველებს. ბეწვის ხიდზე გავიარეთ, ახლა მთავარია, ხალხმა და ხელისუფლებამ უფრო წინდახედულად იმოქმეოს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S