Accentnews.ge
საელჩო: „პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო თურქეთს ვერ ტოვებენ, არ დაჯარიმდებიან“

საელჩო: „პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო თურქეთს ვერ ტოვებენ, არ დაჯარიმდებიან“

15/06/2020 12:50:05 პოლიტიკა

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოში თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირები, რომლებსაც გაუვიდათ ვიზისა და ცხოვრების ნებართვის ვადა, მაგრამ ფრენების გაუქმების გამო ვერ ახერხებენ თურქეთის ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან საჯარიმო სანქციებს.

ამასთან, ფრენების ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენისა და უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა-სანქციები დაეკისრებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S