თურნავა – არჩევნებზე: „სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობთ“
15/06/2020 14:36:22 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა არჩევნების ჩატარების სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და ამ ვერსიებს საზოგადოებას არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააცნობენ.
როგორც თურნავამ აღნიშნა, პანდემიის პერიოდში არჩევნების ჩატარება გამოწვევაა და მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის, რომ არჩევნები ჩატარდეს ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით.
„ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევა. გამოწვევა იმის გამო რომ ჩვენ ამ ყველაფერს პანდემიის ფონზე ვაკეთებთ და ჩვენ სრულად მზად ვართ იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, გამჭვირვალედ, ხარისხიანად და არცერთი კითხვის ნიშანი არ იყოს, ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე და ჩავატაროთ ისე რომ ადამიანის ჯანმრთელობას არ შეეხოს საფრთხე... ჩვენთვის აქ არის ორი უმთავრესი გამოწვევა, ერთი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება....ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, ვიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას ეს ისეთი გამოწვევაა, რომელიც აქამდე კაცობრიობას არ ჰქონია, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობთ და ცოტა უფრო როცა მოახლოვდება ეს პერიოდი ამაზე გვექნება საჯარო საუბარი“,-განაცხადა ნათია თურნავამ.


