"აქცენტი" და GRASS ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივ პროექტს იწყებენ
16/06/2020 10:26:50 პოლიტიკა
ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი" და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” (GRASS) საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ერთობლივ პროექტს იწყებენ.
პროექტის ამოცანებს შორისაა აფხაზური საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივების თაობაზე; აფხაზეთში გავრცელებული ყალბი ამბების - ე.წ. Fake New-ების გამოვლენა და ანალიზი; ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ ცოდნის ამაღლება.
"აქცენტი" GRASS-თან თანამშრომლობით მოამზადებს ანალიტიკურ სტატიებს, ასევე ინტერვიუებსა და რეპორტაჟებს აფხაზი ჟურნალისტების ჩართულობით.


