Accentnews.ge
NATO-ში აშშ–ის ელჩი გაბუნიას საქმეს ეხმიანება: "გულგატეხილი ვარ, რომ ასეთი რამ შეიძლება, საქართველოში მოხდეს"

NATO-ში აშშ–ის ელჩი გაბუნიას საქმეს ეხმიანება: "გულგატეხილი ვარ, რომ ასეთი რამ შეიძლება, საქართველოში მოხდეს"

16/06/2020 14:00:03 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კეი ბეილი ჰათჩინსონი "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მომზადების საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ "გულგატეხილია, რომ ასეთი რამ შეიძლება, საქართველოში ან სხვაგან მოხდეს".

"რა თქმა უნდა, მე გულგატეხილი ვარ, რომ რაიმე ასეთი ხდება ან შეიძლება, მოხდეს საქართველოში და სადმე სხვაგან... ჩვენი ალიანსი ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში, რა თქმა უნდა, იგივე პოზიცია აქვს შეერთებულ შტატებსაც. ის, რაც მოხდა სკრიპალებთან დაკავშირებით გაერთიანებულ სამეფოში, მთელი ალიანსისგან მწვავე რეაგირების საგანი გახდა. ეს რომ საქართველოში ხდებოდეს, ყველა ჩვენგანი რუსეთის მხრიდან ასეთი საშინელი, დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგი იქნებოდა. ასევე გეტყოდით, რომ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვტოს დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც საქართველოში, უკრაინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში აწარმოებს“, — განაცხადა ელჩმა „პოგრანიჩნაია ზონასთან" საუბრისას.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და დაკავებული რუსეთის მოქალაქის შესახებ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S