სერგეი ივანოვი: “ნაკლებ სავარაუდოა, საქართველოსთან ფრენები უახლოეს ხანებში აღდგეს”
16/06/2020 15:23:34 პოლიტიკა
რუსეთიდან საქართველოში ფრენები უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა, განახლდეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ბუნების დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში, თავდაცვის ექს-მინისტემა სერგეი ივანოვმა.
«აქ შესაძლებელია ორმხრივი საფუძველი. თუ დსთ-ის ყველა ქვეყანა, რომელთანაც პანდემიამდე ავიამიმოსვლა გვქონდა (საქართველოსთან იგი ისედაც არ გვქონია და ნაკლებ სავარაუდოა, უახლოეს მომავალში აღდგეს), დასთანხმდება აღდგენას, ბუნებრივია, პირველ რიგში, დსთ-ში ვიფრენთ», – განაცხადა ივანოვმა ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მანამდე რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ავიაკომპანიების დანაკარგების სწრაფი კომპენსირებისთვის საქართველოსა და ეგვიპტეში ფრენების განახლების შესაძლებლობა განიხილება.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გასული წლის 8 ივლისს, “გავრილოვის ღამს” სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ შეწყვიტა, სხვა ქვეყნებთან კი – კორონავირუსის პანდემიის გამო 27 მარტს.


