ვაშაძე – საბანკო სექტორს: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სესხებზე პროცენტების დაწევა მოგიწიოთ“
17/06/2020 07:54:32 პოლიტიკა
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში საბანკო სექტორის სახით ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირში ბანკების საუკეთესო მოგების მაჩვენებლად 10% ითვლება, საქართველოს შემთხვევაში კი, საბანკო სექტორი 25%-იანი მარჟის მოგებით მუშაობს.
„ევროკავშირში საშუალოდ, 10%-იანი მოგება ითვლება საუკეთესო მაჩვენებლად ბანკებისთვის და საქართველოში რამდენია? 26% დააფიქსირა 2019 წელს „საქართველოს ბანკმა". საშუალოდ საქართველოში 25%- იანი მარჟის მოგებით მუშაობს საბანკო სექტორი. ეს ციფრები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც ძარცვავს თითოეულ მოქალაქეს. ეს ციფრები მიუთითებს, რომ საბანკო სისტემაში არის რესურსი, ჩამოიწეროს პროცენტი 3 ან 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს “ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის ინფორმაციით, დაიწყება ხელმოწერების შეგროვებას, რათა ჩამოიწეროს პროცენტი 3 ან 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში, საპროცენტო განაკვეთი განახევრდეს.
ის ეროვნულ ბანკს და პრემიერ–მინისტრს საკუტარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს:
„ასევე მივმართავ საბანკო სექტორს, არ გეგონოთ, რომ ამ ზემოგებაზე მუშაობა შეგრჩებათ! ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სესხებზე პროცენტების დაწევა მოგიწიოთ“.


