Accentnews.ge
დიდ ბრიტანეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

დიდ ბრიტანეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

17/06/2020 09:34:45 საგარეო პოლიტიკა

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება,- იუწყება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო.

დიპლომატიური უწყების ცნობით, ჯასთინ მაქენზი სმითს მარკ კლეიტონი ამ ზაფხულს შეცვლის.

„მარკ კლეიტონი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგება. ჯასთინ მაქენზი სმითი, მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

მარკ კლეიტონი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1997 წლიდან მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S