Accentnews.ge
ევროპარლამენტარი პროკურატურას რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას სთხოვს

ევროპარლამენტარი პროკურატურას რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას სთხოვს

17/06/2020 09:55:57 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

ევროპარლამენტარი “ევროპის სახალხო პარტიიდან” ანჟეი ჰალიცკი საქართველოს პროკურატურას გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას სთხოვს.

"როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი ევროპარლამენტში, მივესალმები საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, რომელშიც მედიატორების როლი ევროკავშირის, აშშ–ის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს ელჩებმა შეასრულეს. ევროკავშირის განცხადებით, შეთანხმების მიღწევა ეს იყო მნიშვნელოვანი და აშკარა სიგნალი, რომ პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებაში არსებული არაჯანსაღი პოლარიზაციის შემცირებისკენ ისწრაფვიან. თუმცა კვლავ შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ნაწილი გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჯერ კიდევ არ შესრულებულა. ამავდროულად, მთავრობის წევრებმა და მმართველმა პარტიამ წამოიწყეს მისი დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საკითხებზე, რომლებიც წარდგენილ ბრალთან კავშირში არ არის. ახლოვდება რა გადამწყვეტი მომენტი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისა, რომელიც ამ შეთანხმების მთავარი ნაწილია, მე და საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში ვიმედოვნებთ, შეთანხმების სრული იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებასა და ცივილიზებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, რისი ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული. [...] როგორც ვიცი, პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა თითქმის დასრულებულია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კანონით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში განიხილოთ არასაპატიმრო წინასწარი ღონისძიებების შეფარდების შუამდგომლობა, რაც წვლიწლს შეიტანდა 8 მარტის შეთანხმების სრულფასოვნად იმპლემენტაციაში”, - აღნიშნულია ევროპარლამენტარის მიერ ირაკლი შოთაძისთვის გაგზავნილ წერილში.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს სიახლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S