მედვედევი საქართველოს “ამორალურობაში” ადანაშაულებს
17/06/2020 14:03:53 პოლიტიკა
აშშ-ის, დიდი ბიტანეთის, უკრაინის, საქართველოსა და რიგი სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება, დაებლოკათ გაერო-ში რუსეთის რეზოლუციის პროექტი კორონავირუსის პანდემიის პირობებში სანქციების შერბილების თაობაზე, “ამორალური და უპასუხისმგებლოა”, - თვლის რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი, ამჟამად ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
ჟურნალში “რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში” გამოქვეყნებულ მის სტატიაში “უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში” მედვედევი აღნიშნავს, რომ რუსეთი სანქციების მოხსნის ინიციატივით პრაქტიკულად პანდემიის დაწყებისთანავე გამოვიდა, რათა “ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის აუცილებელ დახმარებაზე წვდომა გაეადვილებინა”.
«მაშინვე დაგვადანაშაულეს იმაში, თითქოს რაღაც საკუთარ ინტერესებს ვემსახურებოდით, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციაში საუბარი იყო არა რუსეთზე, არამედ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც უმძიმეს მდგომრეობაში არინ (მაგალითად, ვენესუელაზე ან ირანზე)», – აღნიშნავს მედვედევი.


