
დაღესტანში არეულობების შემდეგ 80 აზერბაიჯანელია დაკავებული
18/06/2020 08:35:35 კავკასია
დაღესტანში 10 დღე-ღამით დააკავეს აზერბაიჯანის 80 მოქალაქე, რომელიც პოლიციასთან შეტაკებებში მონაწილეობდა.
შეტაკებები 15 ივნისს რუსეთთან საზღვრის სიახლოეს, სოფელ ქულარში მდებარე ბანაკში მოხდა.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, აზერბაიჯანის 400-მდე მოქალაქე სტიქიურ მიტინგზე სამშობლოში გადაშვებას მოითხოვდა და ფედერალური ტრასა “კავკაზი” გადაკეტა, რის შემდეგაც სამართალდამცველებს ქვები დაუშინა და სამსახურებრივი მანქანები დააზიანა. პოლიციამ კი საპასუხოდ ჰაერში ცეცხლი გახსნა, მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
იხილეთ ასევე: სროლა სტიქიურ მიტინგზე: დაღესტანში პოლიციასთან აზერბაიჯანელების შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა
აზერბაიჯანმა რუსეთთან საზღვარი 5 აპრილს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩაკეტა.