Accentnews.ge
„სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით – ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია“

„სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით – ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია“

18/06/2020 09:37:39 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგო გახარიას განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იქნება, მაგრამ ეს მისთვის მეორეხარისხოვანია.

„20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით –ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ 20 ივნისს, ერთი, ორი თუ ბევრი წელი გავა, ეს იყო ქმედება, რომლითაც შს სამინისტრომ და სამართალდამცავმა უწყებამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტზე შტუირმი, რომლიც შს სამინისტრომ, მთლიანად სამართალდამცავმა უწყებამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რომელიც უჯდა შეესრულებინათ და მათ ეს გააკეთეს“,– განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციაა დაგეგმილი.

ცნობისთვის: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S