Accentnews.ge
გახარია – ტუსკის განცხადებაზე: „მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ დანაშაულზე სასამართლომ იმსჯელოს“

გახარია – ტუსკის განცხადებაზე: „მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ დანაშაულზე სასამართლომ იმსჯელოს“

18/06/2020 09:47:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კონკრეტულ დანაშაულზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ამის შესახებ მან გიორგი რურუას საკითხზე დონალდ ტუსკის მოწოდების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, გახარია ამბობს, რომ ის უნდა შესრულდეს და პროცესი „ისე დასრულდება, როგორც ეს ქვეყანას შეეფერება“.

„არაერთხელ მითქვამს, რომ სააარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს სასამართლომ. ეს არის ჩემი კომენტარი“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისათვის: ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რურუას პატიმრობაში ყოფნა აშფოთებს:

„შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S