Accentnews.ge
ბურჯანაძე – ივანიშვილს: „თქვით, რომ რუსეთი გებრძვით და გიგეგმვთ ჟურნალისტის მკვლელობას“

ბურჯანაძე – ივანიშვილს: „თქვით, რომ რუსეთი გებრძვით და გიგეგმვთ ჟურნალისტის მკვლელობას“

18/06/2020 10:22:43 პოლიტიკა

„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდმარის განცხადებას ოპოზიციისა და რუსეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებით უვიცობა უწოდა.

მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, თავად ისაუბროს იმაზე, რაზეც „მისი დავალებით მისივე სპიკერები საუბრობენ“.

„აღნოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ უვიცობას და სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს და ყოველდღე შეიძლება, ახალ–ახალ სიურპრიზებს ველოდოთ. გამაოგნებელი იყო კომენტარები, რომლებიც ჩვენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი მთავარი სპიკერის მხრიდან მოვისმინეთ, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე რუსეთის ხელისუფლება ეხმარება შალვა ნათელაშვილის ოფისში მყოფ ოპოზიციას, თურმე რუსეთის ხელისუფება შეეკრა სააკაშვლს, „ნაციონალურ მოძრაობას, „ევროპულ საქართველოს“, ნუ ჩემი პარტია ხომ „გასაგებია“ და ჩვენთან ერთად გეგმავს ქვეყანაში არასტაბილურობას, მათ შორის გაბუნიას მკვლელობას, ან მკვლელობის მცდელობას იმისათვის, რომ პროდასავლურ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეუქმნას. ბატონო ბიძინა, გამოდით და გააკეთეთ კომენტარი, რომ თქვენ, როგორც პროდასავლურ ლიდერს (ოღონდ ყველა დასავლურ ფასეულობას არღვევთ), გებრძვით რუსეთის ხელისუფლება იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გიგეგმვთ ჟურნალისტის მკვლელობას და ამით მოქმედებს ოპოზიციასთან ერთად იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიქმნას. გასაგებია, რომ თქვენ გსურთ, კონგრესმენების წერილი გადაფაროთ, მაგრამ მსგავს საინტერესო ინტერპრეტაციას ვერც ერთი პიარ–ანალიტიკოსი ვერ შემოგთავაზებდათ“,– განაცხადა ბურჯანაძემ საგანგებო ბროფინგზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნებაა“ პასუხსიმგებელი ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება და მოვლენების იმ სამწუხარო განვითარებაზეც, რომელსაც „როგორც ჩანს, ქვეყანაში ადგილი ენება“:

„თავის მოწონება იმით, რომ თურმე სუს–მა ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში ცხოვრების შემდეგ უკრაინელი მეგობრების კარნახით აიყვანა კონკრეტული პირი, არ გამოგადგებათ. რას აკეთებდით 4 თვის განმავლობაში? რა გარანტია ჰქონდათ, რომ ის კონკრეტულ ქმედებებს არ ჩაინდენდა? რა უფლებით აკეთებთ წინასწარ განცხადებებს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით და რა უფლებით დებთ ბრალს ოპოზიციას რაიმე ტიპის კავშირში აღნიშნულ ქმედებებთან?!“.

ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

17 ივნისს სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია. მათ უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს, მოტივად უნდობლობა დასახელდა და განმარტეს, რომ ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S