Accentnews.ge
გერმანიის ელჩი გერმანული საგამოძიებო უწყების მიერ ხანგოშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ განცხადებას განმარტავს

გერმანიის ელჩი გერმანული საგამოძიებო უწყების მიერ ხანგოშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ განცხადებას განმარტავს

18/06/2020 12:32:50 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰურბერტ ქნიში გერმანული საგამოძიებო უწყების მიერ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ „გერმანიის პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ნახსენები ფრაზა ეკუთვნის ზელიმხან ხანგოშვილს და არ წარმოადგენს ფედერალური პროკურატურის მოსაზრებას“

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით იქნა ლიკვიდირებული.

"დაკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული ურთიერთობები რუსულ სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ინგუშეთის მთავრობებთან, ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან”, – ნათქვამია ფედერალური პროკურატურის საიტზე განთავსებულ დოკუმენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S