Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "გერმანიის პროკურატურის განცხადება არ ასახავს გერმანიის პოზიციას"

ირაკლი კობახიძე: "გერმანიის პროკურატურის განცხადება არ ასახავს გერმანიის პოზიციას"

18/06/2020 13:31:57 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკველობის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციის პროკურატურის განცხადება არ ასახავს გერმანიის საქართველოსადმი დამოკიდებულებას და განცხადებაში არსებული ციტატა „ტექნიკური დოკუმენტის მომზადების დროს ჩადებული სიტყვებია“.

ირაკლი კობახიძე, გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში არსებულ ფრაზას 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს ადარებს, რომელშიც კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევენ.

"როგორც ვიცი, თვითონ გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება. ყველაფერი ნათელია, როგორც იქ იყო ერთი ფრაზა ტექნიკური ჯგუფის მიერ შეპარებული, აქაც არის ერთი ფრაზა, ორი სიტყვა ჩადებული ასევე ტექნიკურად დოკუმენტის მომზადების დროს. რა თქმა უნდა, ეს არ ასახავს გერმანიის პოზიციას. გერმანიის სახელმწიფომ ზუსტად იცის თუ როგორია საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განმარტებით, მას ესმის გერმანიის პროკურატურის განცხადებით გამოწვეული შეშფოთება, თუმცა პროკურატურის მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია.

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება“, – განაცხადა ელჩმა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით კი, ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა „მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S