Accentnews.ge
ენმ თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებსაც განიხილავს

ენმ თბილისის ორ ოლქში მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებსაც განიხილავს

18/06/2020 13:54:00 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად რამდენიმე ლიდერის, მათ შორის ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავს.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა შესაძლოა, ნიკა მელია მაჟორიტარობის კანდიდატად გლდანში, ზაალ უდუმაშვილი კი სამგორში დასახელდნენ.

ბეჟაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ თავად მისი კანდიდატურა კახეთის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში განიხილება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალციხეში მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლოა, ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა იყაროს კენჭი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S