
„ხანგოშილის საქმის თაობაზე გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ქართველ პარტნიორებთან კომუნიკაციაში არიან“
18/06/2020 15:46:22 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
საქართველოში გერმანიის ელჩ ჰურბერტ ქნიშის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ქართველ პარტნიორებთან კომუნიკაციაში არიან.
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით იქნა ლიკვიდირებული.
"აქცენტის" კითხვაზე, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ შექმნილ სიტუაციაში?“, ელჩმა შემდეგი განაცხადა:
„ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, რომელიც გერმანიაში მოხდა, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ისინი ქართველ პარტნიორებთან კომუნიკაციაში არიან. გერმანიის მთავრობამ უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თანამშრომლობაზე უარის გამო და ამის საპასუხოდ ქვეყნიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევა“,– განაცხადა ელჩმა.