ვინ იქნებიან თბილისში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები
18/06/2020 16:14:39 პოლიტიკა
ოპოზიცია მაჟორიტარობის შეთანხმებულ კანიდატებს 19 ივნისს დაასახელებს, თუმცა მანამდე მედიისთვის კანდიდატთა ვინაობა გახდა ცნობილი. საუბარია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე.
კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის; მთაწმინდის რაიონში – "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე; გლდანში – ენმ–ის წევრი ნიკა მელია; სამგორში – ასევე ენმ–ის მელიას თანაპარტიელი ლევან ხაბეიშვილი; ნაძალადევში – "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ხოლო ისანში –"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება საბურთალოსა და დიდუბის ოლქებს, სავარაუდოდ, ოპოზიციას საერთო კანდიდატები არ ეყოლება.


