Accentnews.ge
კრამონი: "გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობაზე “პრორუსული” არასწორად გამოიყენა"

კრამონი: "გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მთავრობაზე “პრორუსული” არასწორად გამოიყენა"

18/06/2020 18:23:12 პოლიტიკა

გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და პროკურატურის მიერ შერჩეული სიტყვები გააკრიტიკა.

ამასთან, ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში დაგეგმილ სავარაუდო მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ "ევროკავშირი მეზობლებს ასეთ საზარელ დანაშაულებთან გამკლავებაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს".

„საბედნიეროდ, ქართველებმა ოფიციალურმა პირებმა თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ, კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთ საზარელ დანაშაულებთან გამკლავებაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა“,- წერს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა „მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განმარტებით, მას ესმის გერმანიის პროკურატურის განცხადებით გამოწვეული შეშფოთება, თუმცა პროკურატურის მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია.

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება“, – განაცხადა ელჩმა.

ოფიციალურ თბილისს პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S