ელისაშვილი – ოპოზიციურ ერთობაზე: “გამოვეთიშე“
18/06/2020 18:55:07 პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ ფორმატს ტოვებს, რადგან იქ მისთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ გაერთიანებული:
“გამოვეთიშე იმიტომ, რომ იქ ძალიან დისკომფორტი მქონდა მეც, ლევან იოსელიანსაც, ვინც ვმონაწილეობდით სამოქალაქო მოძრაობიდან. იმიტომ, რომ ჩემთვის ბევრი მიუღებელი ადამიანი ესწრებოდა ხოლმე იმ მაგიდას. იდეოლოგიურადაც, პიროვნულადაც, პრორუსები
დამაზუსტებელ კითხვაზე ელისაშვილმა უპასუხა: „98% იქ მყოფი ხალხის, „ნაციონალური მოძრაობით“ დაწყებული, ბევრი პარტიით დამთავრებული, რომელთათვის პოლიტიკა არის საშოვარი....“
ერთადერთი რამის გამო ვიყავი იმ აჯაფსანდალში: მე და ჩემს გუნდს ორი პრინციპი გვაქვს, სინდისის წინაშე უნდა ვიყოთ მართალი და ქართული სახელმწიფოს ინტერესის წინაშე. პროპორციული არჩევნების საერთო ოპოზიციური მოთხოვნა სახელმწიფოებრივი ამოცანა #1იყო და იმიტომ ვიყავი” ,- განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: ელისაშვილმა დღეს, 18 ივნისს ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა.


