Accentnews.ge
ბუნდესტაგის დეპუტატი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ხანგოშვილის მკვლელობის გამო  „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის  პროექტზე უარი განაცხადოს

ბუნდესტაგის დეპუტატი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ხანგოშვილის მკვლელობის გამო  „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის  პროექტზე უარი განაცხადოს

19/06/2020 16:54:44 მსოფლიო

გერმანიის ბუნდესტაგში "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდერ ლამბსდორფი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო უარი განაცხადოს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის მხარდაჭერაზე.

„ვფიქრობ, ეს მკვლელობა აქ, ბერლინში, ჩვენი ქვეყნის ცენტრში, სამთავრობო შენობებიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, გერმანიის სუვერენიტეტზე ისეთი სერიოზული თავდასხმაა, რომ ჩვენ სამჯერ უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე მოსკოვთან ფულის მილსადენს ჩავდებთ, რათა რუსეთიდან გაზი მივიღოთ. არსებობენ სხვა მომწოდებლებიც, რომელთაგანაც შესაძლებელია გაზის მიღება“, - განაცხადა ლამბსდორფმა.

მან გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მოუწოდა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მოიფიქრონ საერთო პასუხი ბერლინში მომხდართან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, კანცლერისთვის მძიმეა ახლა თავის მხარეს მოიზიდოს სხვა ევროპელები, როდესაც ამავდროულად დასასრულს უახლოვდება პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის განხორციელება“.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით იქნა ლიკვიდირებული.

იხილეთ ასევე: ზურაბ ხანგოშვილი: „ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!“

გერმანია აშშ–ის მიერ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს "ევროკავშირის სუვერენიტეტში ჩარევად" აფასებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S