Accentnews.ge
პუტინს ღია წერილში ჰიტლერის ფეიქ-ციტატა აღმოუჩინეს წიგნიდან, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულად არის აღიარებული

პუტინს ღია წერილში ჰიტლერის ფეიქ-ციტატა აღმოუჩინეს წიგნიდან, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულად არის აღიარებული

19/06/2020 17:14:29 პოლიტიკა

ისტორიკოსმა იგორ პეტროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ამაწინანდელ ღია წერილში ადოლფ ჰიტლერის ფეიქ-ციტატა აღმოუჩინა.

“ჩვენი პოლიტიკა იმ ხალხების მიმართ, რომლებიც რუსეთის უკიდეგანო სივრცეში სახლობენ, იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ხელი შევუწყოთ უთანხმოებებისა და განხეთქილებების ნებისმიერ ფორმას" – ვითომდა ჰიტლერის ეს “ციტატა” აქვს გამოყენებული პუტინს თავის ღია წერილში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის საკითხებს მიუძღვნა.

თუმცა როგორც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ისტორიკოსი პეტროვი წერს, წერილში გამოყენებული ციტატის წყაროები “ძალზე ბუნდოვანი და საეჭვოა, რაც იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ჰიტლერს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს”.

როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, ამ ციტატამ ფართო გავრცელება ჰპოვა ომის შესახებ საბჭოთა ლიტერატურაში და მის პირველწყაროდ ჰენრი პიკერის ცნობილი წიგნი სახელდებოდა, თუმცა რეალურად, ეს წიგნი ჰიტლერის მსგავს სიტყვებს არ შეიცავს და ამასთანავე, თავად წიგნი მთელი რიგი სპეციალისტების მიერ “გვიანდელ კომპილაციად და არა ფიურერის აუთენტურ ჩანაწერად” არის აღიარებული.

გარდა ამისა, პეტროვი იმ პიკანტურ დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ თავად რუსეთში ხსენებული წიგნი, ვოლგოგრადის სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, ექსტრემისტულ მასალად გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს პუტინმა არასოდეს თქმული ფრაზა მიაწერა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტს, რომელმაც, რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ვითომდა თქვა, რომ “უსამართლოა, ციმბირი მთელი თავისი სიმდიდრით მთლიანად რუსეთს ეკუთვნოდესო”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S