Accentnews.ge
"საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფალი აღმოჩნდა, ეს არის ისეთი გამოცანა, რომელზეც წლები ვიმუშავებ მერე მეცნიერებაში"

"საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფალი აღმოჩნდა, ეს არის ისეთი გამოცანა, რომელზეც წლები ვიმუშავებ მერე მეცნიერებაში"

20/06/2020 15:19:03 პოლიტიკა

"საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფალი აღმოჩნდა, ეს არის ისეთი გამოცანა, რომელზეც წლები ვიმუშავებ მერე მეცნიერებაში"

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერი ლევან ბერძენიშვილი 2019 წლის 20–21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ 1989 წლის 9 აპრილი გააგრძელა".

"ვაპროტესტებ იმას, რაც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ 1 წლის წინ, როდესაც მან გააგრძელა 1989 წლის 9 აპრილი. ვერც ერთ სხვა დარბევას მე ამას ვერ შევადარებ. ქართველმა ხალხმა პროტესტი გამოთქვა შეურაცხყოფის გამო და რუსეთის ნაცვლად, იგი საკუთარმა ხელისუფლებამ დასაჯა. საერთოდ საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფალი აღმოჩნდა, ეს არის ისეთი გამოცანა, რომელზეც წლები ვიმუშავებ მერე მეცნიერებაში როგორ მოხდა ასეთი შეუძლებელი რამ", – განაცხადა ბერძენიშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ესწრება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S