Accentnews.ge
ბესიკ თამლიანი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მონუმენტის დადგმის ინიციატივით გამოდის

ბესიკ თამლიანი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მონუმენტის დადგმის ინიციატივით გამოდის

20/06/2020 15:53:31 პოლიტიკა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებს გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა და მისმა დედამ მიმართეს.

ბესიკ თამლიანი ფიქრობს, რომ გასული წლის მოვლენებისთვის სიმბოლურად მონუმენტი უნდა დაიდგეს, რათა ხელისუფლებებს ახსოვდეთ, რომ პროტესტით ქუჩაში გამოსულ ადამიანებს მოუსმინონ.

„გულდასაწყვეტია, რატომ და ვისთვის დაგვაპატიმრეს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. „ძალა ერთობაშია“ – პატუიული სლოგანი არაა, ეს ეროვნული სლოგანია. მე თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობდი და ამიტომ ვიყავი პრინციპული, რათა ეს სხვას წაადგეს, უსამართოდ რომ არ დასაჯონ.

გახარიამ თქვა, „დამავიწყდა 20 ივნისიო“. ასეთი გახარიები რომ არ მოვიდნენ, რომ არ დაავიწყდეთ, რა ჩაიდინეს, როგორც გვაქვს 9 აპრილის მონუმენტი, ასეთივე უნდა დაისდგეს, რათა იცოდნენ, ხალხი რომ გამოდის პროტესტით, უნდა მოუსმინო“.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.

ცნობისთვის: შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S