Accentnews.ge
ხიდაშელი – გავრილოვის მოთხოვნაზე: „კარგია, რომ ახსოვს, რა პასუხი გასცეს 20 ივნისს“

ხიდაშელი – გავრილოვის მოთხოვნაზე: „კარგია, რომ ახსოვს, რა პასუხი გასცეს 20 ივნისს“

20/06/2020 16:12:47 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის მოთხოვნას, რომ საქართველომ ბოდიში მოიხადოს 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგია, რომ გავრილოვს ახსოვს, რა პასუხი გასცეს 20 ივნისს მას და პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებას საქართველოში.

„კარგია, რომ ახსოვს და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუკი კიდევ ბევრ ადამიანს მოუყვება ამ თავისი მეხსიერების შესახებ - როგორ იქცევიან ქართველები ოკუპანტებთან მიმართებით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.

ცნობისთვის: შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S