Accentnews.ge
გაბუნიამ პუტინს კვლავ მიმართა

გაბუნიამ პუტინს კვლავ მიმართა

21/06/2020 21:03:49 პოლიტიკა

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავ მიმართა უცენზურო სიტყვებით რუსულ ენაზე.

„ვიცი, საქართველოს უდიდესი ნაწილი იმავეს ფიქრობს ვლადიმირ პუტინზე, რასაც მე“, – განაცხადა მანამდე გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ის ტოლობის ნიშანს არ სვამს პუტინსა და რუს ერს შორის და არც რამზან კადიროვია ჩეჩნეთის სახე:

"ჩემთვის ნამდვილი, დამოუკიდებელი, გმირი ჩეჩნეთის სახე ჯოხარ დუდაევია. მე პატივს ვცემ და მიყვარს ნამდვილი, ღირსეული ჩეჩნები და არა კუდამოძუებული კადიროვი".

გაბუნია შეეხო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ლიკვიდაცია თავიდან იქნა აცილებული:

„ვთვლი, რომ ვარ ძალიან დიდი, სამშობლოს ერთგული ქართული არმიის ერთი რიგითი ჯარისკაცი, სიტყვის ჯარისკაცი. შეიძლება, მომკლან. არა უშავს! ჩემს ადგილს სხვა, ჩემზე უფრო თავდადებული ჯარისკაცი დაიკავებს... მესროლეთ, თუ სწორად დამიზნებას შეძლებთ! თქვენი ტყვიის არ მეშინია! ვაგრძელებ ბრძოლას ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიომებ გამარჯვებამდე“, – თქვა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის: 12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს. სამიზნე სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.19 ივნისს, გამოკითხვის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული პირი არა უშუალოდ შეკვეთის შემსრუელბელი, არამედ ე.წ. მზვერავი იყო.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის გინებას. ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს". აღნიშნული მუქარა მან რამდენიმე დღის წინაც გაიმეორა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S