Accentnews.ge
გავრლივის ახალი განცხადება: “დღესასწაული ქართულ ქუჩაზეც მოვა!»

გავრლივის ახალი განცხადება: “დღესასწაული ქართულ ქუჩაზეც მოვა!»

22/06/2020 07:01:32 პოლიტიკა

“საქართველოში გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსად გადაიქცა”, – წერს სოციალურ ქსელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი – სავარაუდოდ, “გავრილოვის ღამის” სახელით ცნობილი სისხლიანი მოვლენების წლისთავზე თბილისში გამართული აქციის შეფასებისას.

ახალ განცხადებაში იგი კვლავ ორ ქვეყანას შორის ურთერთობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

«დიახ, მართალი აღმოვჩნდი. საქართველოში გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსად გადაიქცა და არა მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ პროფილაქტიკა ჩაატარა. რიგითმა მოქალაქეებმა უარი განაცხადეს, მხარი დაეჭირათ მათთვის, ვინც საქართველოს საზიანოდ მოქმედებს და მისი სახელმწიფო წყობის საბოლოოდ მორყევას ცდილობს. დასკვნა ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთია: დროა, ქაოსი დასრულდეს და გავიდნენ მეზობლებთან, უპირველესად კი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის გზაზე. ეს თანამშრომლობა, მათ შორის, კრიზისისა და სოციაოური პრობლემების დაძლევის შესაძლებლობასაც შექმნის და დამოუკიდებელი საქართველოს აშენებისაც. მივიჩნევ, რომ ამაში როგორც რუსეთი, ისე საქართველოცაა დაინტერესებული. რაც შეეხება ანტირუსულ ისტერიას, უახლოეს ხანებში მთელი ეს ჭუჭყიანი ქაფი ჩამოირეცხება. დარწმუნებული ვარ, მომავალი ურთიერთობების აღდგენასა და ჩვენი ხალხების ერთობაში, დიდ სამამულო ომში ჩენს საერთო გამარჯვებაშია. ქართულ ქუჩაზეც მობა დღესასწაული!», – ნათქვამია გავრილოვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

20 ივლისს რუსმა პოლიტიკოსმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, “ბოდიში მოიხადოს”. ოფიციალური ექაუნთები აქტიურად ავრცელებდნენ მის ვიდეომიმართვას. ზოგიერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ გავრილოვის ვიდეომიმართვა “ინსტაგრამში” მიუვიდა. თავად გავრილოვი კი ცდილობდა, იგი ფეისბუქ-ჯგუფ “მილიონ ქართველშიც” კი გამოქვეყნებინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S