Accentnews.ge
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

22/06/2020 08:55:42 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი. კომიტეტის სხდომას კვლავ არ დაესწრნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციების წევრები.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტმა 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამკტიცა. პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, "ევროპულმა საქართველომ", "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა", "პატრიოტთა ალიანსმა" და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა: ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა, დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ და ემზარ კვიციანმა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S