
ცხრა დღეა, რუს მესაზღვრეებს ქართველი მწყემსი ჰყავთ დაკავებული
22/06/2020 08:41:52 საგარეო პოლიტიკა
კვირაზე მეტია, რუს მესაზღვრეებს ქართველი მწყემსი ჰყავთ დაკავებული. ირკვევა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, 25 წლის მწყემსის დაკავება 13 ივნისს განხორციელდა.
საქართველოს შსს–ში აცხადებენ, რომ დაკავებულის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს:
"მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის - ინციდენტის დეტალების დასადგენად.
პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა".