
"საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას ველით"
22/06/2020 15:31:56 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
"საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას ველით", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით.
"ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, კელი დეგნანმა.