
"იმედი მაქვს, ყველა პარტია შეძლებს მომდევნო მოსმენებში მონაწილეობას"
22/06/2020 16:02:24 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პარტია შეძლებს მომდევნო მოსმენებში მონაწილეობას.
„მივესალმები საქართველოს საარჩევნო რეფორმის პირველ მოსმენით მიღებას 136 ხმით. იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა შემდეგ მოსმენებში. ეს არის დემოკრატიის განმტკიცების გზა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.