Accentnews.ge
"ლიეტუვამ საქართველოსთან საზღვარი შესაძლოა, ივლისში გახსნას"

"ლიეტუვამ საქართველოსთან საზღვარი შესაძლოა, ივლისში გახსნას"

23/06/2020 09:36:09 საგარეო პოლიტიკა

ლიეტუვამ საქართველოსთან საზღვარი შესაძლოა, ივლისში გახსნას, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა.

„იმედი გვაქვს, განვაახლებთ მიმოსვლას საქართველოსთან და უკრაინასთან. გვინდოდა ისრაელთანაც, თუმცა იქ სიტუაცია ბოლო დროს გაუარესდა“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

ლიეტუვაში ამჟამად კორონავირუსის სულ 1801 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 1475 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 76.

ცნობისთვის: საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S