
"დადასტურდა, რომ ენმ და "ევროპული საქართველო" საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში აღარ არიან გადამწყვეტი ძალები"
23/06/2020 10:50:48 საშინაო პოლიტიკა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის განცხადებით, "დადასტურდა, რომ ენმ და "ევროპული საქართველო" საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში აღარ არიან გადამწყვეტი ძალები".
„პირველ რიგში, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს, რომ არის დემოკრატიულად მოაზროვნე და ქვეყნის ინტერესების გამტარებელი მას არ ჰქონდა უფლება გამიჯვნოდა ცვლილელების პროექტს. დღეს დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში აღარ არიან გადამწყვეტი ძალები. შესაძლებელია, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათ მათგან დამოუკიდებლად. პასუხისმგებლობა იყო ასაღები და ჩვენ ეს ავიღეთ. იმედია, მესამე მოსმენაზეც არ იქნება ბარიერი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.