“პუტინმა რაღაც ცალკე არსებულ ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა”
23/06/2020 13:25:33 პოლიტიკა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს იხსენებს, რომელიც, მისი ინფორმაციით, მინსკში, დსთ-ის 2006 წლის სამიტის დროს გაიმართა.
«პუტინმა რაღაც ცალკე არსებულ ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა. როგორც მერე გაირკვა, არ ხუმრობდა», – განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია YouTube-არხზე «В гостях у Гордона» (“სტუმრად გორდონთან”) დღეს საღამოს გამოქვეყნდება.
ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ამჟამინდელ ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომებსა და მიღწევებზეც საუბრობს, ასევე საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამ უკანასკნელის ახალი ვადით გაპრეზიდენტების პერსპექტივებზე, სხვა მსოფლიო ლიდერებზე და სხვა თემებზე.
საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა სააკაშვილს 2004-2013 წლებში ეკავა. მიმდინარე წლის 7 მაისს უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების განცხადება უკრაინაში ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშნვის დაუშვებლობის თაობაზე. 8 მაისს კი ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვია.


