Accentnews.ge
"ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით"

"ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით"

23/06/2020 13:51:55 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების ფაქტს მიესალმება.

„კარგი ამბავი, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება მეორე მოსმენით, ერთი კიდევ იქნება. საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S