Accentnews.ge
კინზინგერი პოლიტიკურ ძალებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს

კინზინგერი პოლიტიკურ ძალებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს

23/06/2020 18:38:59 პოლიტიკა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი „პოზიტიური ნაბიჯს“ უწოდებს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, თუმცა აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს.

„დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ მეორე მოსმენით [ცვლილებები] გავიდა, როგორც ვხვდები, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით. მინდა ყველას მივულოცო ვინც [ცვლილებებს] ხმა მისცა. ეს პოზიტიური ნაბიჯია. ვიცი, რომ პროცესი არ დასრულებულა. ამავდროულად, მე მოვუწოდებ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ. არ ვაპირებ შევიდე იმის განხილვაში, ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი ან რა უნდა გაკეთდეს კიდევ. ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენი საქმეა ორივე მხარეს ხელი შევუწყოთ რომ ითანამშრომლონ“, - განაცხადა კინზინგერმა საქართველოში საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლება, კინზინგერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს:

„რვა მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, დეტალებს მხარეებს დავუტოვებ და ვაცლი ჩვენს საელჩოს ამაზე საუბარს“.

23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი. მას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S