Accentnews.ge
ზახაროვა გაბუნიას ლავროვის ციტატით გამოეხმაურა: “თქვენ ავად ხართ, გოგოებო”

ზახაროვა გაბუნიას ლავროვის ციტატით გამოეხმაურა: “თქვენ ავად ხართ, გოგოებო”

24/06/2020 07:45:40 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მორიგ გამონათქვამებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვის მიერ თავის დროზე ქართველი ქალი ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული ციტატით პასუხობს.

«ამ შემთხვევაში ეს უადგილო არ იქნება: თქვენ ავად ხართ, გოგოებო!», – განაცხადა გაბუნიას მისამართით ზახაროვამ.

  • ეს ციტატა ლავროვმა მიმდინარე წლის თებერვალში გამოიყენა. მან ქართველი ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და მათ “ავადმყოფი გოგოები” უწოდა.
  • რამდენიმე დღის წინ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს რუსეთის 38 წლის მოქალაქე, ინგუშეთის მკვიდრი ვასამბეკ ბოკოვი. როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, დაკავებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, ამ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი იყო, მიზეზი კი – გაბუნიას სკანდალური გამონათქვამები პრეზიდენტ პუტინის მისამართით, რომელიც მან ტელეარხ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში 2019 წლის ივნისში გააჟღერა.
  • ქართული სუს-ი ადასტურებს, რომ რუსეთის დაკავებულ მოქალაქეს დაკვეთილი მკვლელობა უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვისი – ჯერ არ აკონკრეტებს.
  • ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი, თავის მხრივ, გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა გასული წლის მსგავსად, ჟურნალისტს მუქარას უმეორებს და “ურჩევს, დაჩოქილმა პატიება ითხოვოს”. ამასთან, თავის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ წერილში კადიროვი საქართველოს ხელისუფლებასაც “გადასწვდა” და განაცხადა, რომ “ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ნორმალურად ვითარდებოდა, ახლა სრულ სტაგნაციაშია”.

იხილეთ ასევე: “გაბუნიას ურჩევნია, დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს” - კადიროვი საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს მიმართავს

  • ასევე უარყოფს გიორგი გაბუნიას მკვლელობის სურვილსა და დაკვეთას კრემლი. შესაბამის ბრალდებებს იგი “აბსულრდულსა და სინამდვილესთან შეუსაბამოს” უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S