Accentnews.ge
„რა მკვლელობაც კი საქართველოში მომხდარა, ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ წერილში რურუასთვისაა დაბრალებული“

„რა მკვლელობაც კი საქართველოში მომხდარა, ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ წერილში რურუასთვისაა დაბრალებული“

24/06/2020 08:13:43 სამართალი

„მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე წარმოადგინეს წერილი, რომელიც მათივე მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს გიორგი რურუასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა და „ტყუილებითაა გაჯერებული“.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თანახმად, წერილით გამოიკვეთა, რომ „გიორგი რურუასთან პრობლემა არა პროკურატურას, არამედ „ქართულ ოცნებას" აქვს":

„წერილში ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ, რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაბრალდებულია გიორგი რურუაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მიუთითებს ხელისუფლება გიორგი რურუას ბრალეულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რურუა არ არის ნასამართლევი და მის რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი არის ცილისწამება. მეორეს მხრივ, საინტრესოა, “ქართული ოცნება" ამ წერილში მიუთითებს, რომ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" დროს მოხდა შეწყვეტა. აქ საუბარია 1993-1994 წლებზე და მას შემდეგ დაახლოებით 10 წელი „ მოქალაქეთა კავშირი“ იყო ხელისუფლებაში. 2012 წლის შემდეგ უკვე „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც კი არ დასმულა რურუასთან ამ საქმეებთან მიმართებით. ეს არის რურუას პოლიტიკური დევნის უტყუარი დადასტურება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ბრალდებულის კიდევ ერთმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ მორიგი დუკუმენტი წარადგინა, რომელიც მისი თქმით, შსს–ს მიერაა გაცემული:

„ხელთ მაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული ცნობა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია რურუას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას გიორგი რურუას არათუ ნასამართლეობის, არამედ ოდესმე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. ასეთ დროს, საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამემტარებისადმი, თითქოსდა რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მეტად უპასუხისმგებლო მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და, რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ასეთი განცხადებით „ქართული ოცნება" ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში. ასევე ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს გიორგი რურუას ბრალდების საქმის განხილვა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს“.

განახლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ევროპარლამენტარებს და სხვა პირებს, რომლებსაც სიახლეები აქვთ გამოწერილი, საინფორმაციო ბიულეტენი გაეგზავნათ.

„დღეს, ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ, თუ რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია, როცა ოპონენტების ტყუილს უპირისპირებ სიმართლეს. ეს არ არის ოფიციალური გაგზავნილი წერილი პარლამენტის მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი სიახლეების ბიულეტინი, რომელსაც პერიოდულად ყველა პარტია აგზავნის.

ჩვენც ერთ-ორ კვირაში ერთხელ ვაგზავნით ხოლმე. ასეთი ბიულეტინი გაიგზავნა კვირასაც, გუშინაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ. გაიგზავნება, როცა მესამე მოსმენით მივიღებთ. გიორგი რურუას თაობაზე იყო მოყვანილი ის ზუსტი ფაქტები, რომელიც ყველასთვის ცნობილია და ფაქტებს ეყრდნობა.

მაგალითად, დღეს ბრიფინგის დროს, ადვოკატმა თავად აღიარა, რომ ნასყიდობის ღირებულება არის 2500 ლარი, მაგრამ განახორციელებს 250 ათასი ლარის ინვესტიციასო. მომავალში რას განახორციელებს, მისი საქმეა, მაგრამ 900 დოლარი მივუთითეთ ზუსტად საინფორმაციო ბიულეტინში“,- განაცხადა კუჭავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S