Accentnews.ge
ცხინვალი თბილისს ამჯერად ეკოტერორიზმში ადანაშულებს

ცხინვალი თბილისს ამჯერად ეკოტერორიზმში ადანაშულებს

24/06/2020 08:43:38 კონფლიქტები

ცხინვალის რეჟიმი თბილისს ამჯერად ეკოტერორიზმის ბრალდებას უყენებს და ამავდროულად დე ფაქტო საზღვარზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

როგორც ოსური უშიშროება ირწმუნება, “ქართული მხარე წინაგარის მიდამოებში საგუშაგოს მოწყობას ასრულებს” და ამ პროცესში ყველაფერთან ერთად, ეკოლოგიის კუთხით «ევროპულ კონვენციებსა და დირექტოვებსაც არღვევს”.

«ქართველმა პოლიციელებმა ნაგებობის მთელს პერიმეტრზე სანგრის მოსაწყობად ასობით უტილიზებული საბურავი გამოიყენეს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ეკოლოგიური ტერორიზმის აქტი, რომელმაც შეიძლება, სამხრეთ ოსეთის ბუნებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს და ამავე დროს, ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას: საბურავების მარხვისას გამოიყოფა მაღალტოქსიკური მტვერი, რომელიც ონკოდაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. მიწაში საბურავების შლის პროცესი 100-ზე მეტ წელს გრძელდება და ნიადაგს აბინძურებს, გრუნტის წყლებს კი ტოქსინები და კანცეროგენები გადააქვს. როგორც წესი, მიწაში მოხვედრილი შხამქიმიკატები წყალთან ერთად მოსახლეობის სახლებში ხვდება და ადგილობრივებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს», – ირწმუნება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.

მანამდე, ბოლო თვეების განმავლობაში ოსური მხარე აქტიურად იყო ჩართული კრემლის ანტიქართულ და ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო პროპაგანდაში, რომლის სამიზნეს კორონავირუსის პანდემიის ფონზე თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენდა.

იხილეთ ასევე: “ოსური პოპულაციის წერტილოვანი განადგურება” - ცხინვალი ლუგარის ცენტრის ირგვლივ სადეზინფორმაციო ისტერიას აგრძელებს

ამ კონტექსტში ქართველი პოლიციელები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებთან ერთად «საზღვრის უკანონოდ კვეთასა” და «სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისგან ბიოლოგიური მასალების აღების მცელობაშიც” დაადანაშაულეს, რაც როგორც ოფიციალურმა თბილისმა, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არაერთგზის კატეგორიულად უარყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S