“ოსური პოპულაციის წერტილოვანი განადგურება” - ცხინვალი ლუგარის ცენტრის ირგვლივ სადეზინფორმაციო ისტერიას აგრძელებს

10-06-2020 10:36:37 კონფლიქტები

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კრემლის დაკვეთით თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის (ლუგარის ლაბორატორიის) ირგვლივ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ისტერიას არ წყვეტს. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისადმი მისი გზავნილები სულ უფრო ალარმისტული და აბსურდული ხდება.

საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მოუწოდებს მოსახლეობას, “საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებთან კონტაქტები გამორიცხოს და მინიმუმამდე დაიყვანოს კავშირები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებთან, რომლებიც სამხრეთ ოსეთში არსებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარებით დაინტერესდებიან".

“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პატრიოტულად განწყობილი წარმომადგენლებისგან მიღებულ მონაცემებზე” დაყრდნობით ოსური ე.წ. უშიშროება იუწყება, რომ “ლუგარის ლაბორატორიაში იქმნება ბიოლოგიური იარაღი, რომელიც სამხრეთ ოსური პოპულაციის წერტილოვან განადგრებაზეა მიმართული”.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რომელსაც კრემლის ერთ-ერთი ცნობილი რუპორი – “სპუტნიკი” ავრცელებს, “ასეთ ამოცანას უსახავენ საქართველოს ხელისუფლებასა და საკუთრივ ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელობას ამერიკელი კურატორები საქართველოში აშშ-ის არმიის სამედიცინო-კვლევითი ქვედანაყოფიდან”.

“გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიას დაუსახეს ამოცანა, ჩვენს რესპუბლიკაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლი, სამხრეთ ოსეთში მასობრივი ინფექციური დაავადებების, სეზონური გრიპების გამომწვევი სპეციფიური ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ მონაცემები შეაგროვოს. ლაბორატორიას ასევე დაევალა, ჩაატაროს დივერსიული ოპერაციები, მიმართული მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის განადგურებაზე, ეპიზოტოპიის შემთხვევევის ხელოვნურ გამოწვევაზე, ასევე ჩვენი სოფლის მეურნეობის ლუგარის ცენტრში შექმნილ ვაქცინებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე" - ირწმუნება დე ფაქტო უშიშროება.

იგი მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს, “მოახდინონ კომიტეტის დაუყოვნებლივი ინფორმირება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ინტერესის გამოვლენის ნებისმიერი შემთხვევის თაობაზე რესპუბლიკის ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის იმ სამედიცინო პროექტებში ჩართვის მცდელობების შესახებ, რომლებიც ბიომასალების შესაძლო შეგროვებას უკავშირდება”.

იხილეთ ასევე: მოსკოვის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი: “აშშ-მა ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად უპილოტო საფრენი აპარატი დააპატენტა”

რუსეთი თბილისის ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებას და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

გამყრელიძე – რუს კოლეგებს: „მოსკოვი აღარაა ჩვენი მბრძანებელი!“

"რუსული დელეგაციის ცალმხრივი ვიზიტების შესაძლებლობას არ განვიხილავთ"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები