Accentnews.ge
რურუა აცხადებს, რომ მასზე და მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება

რურუა აცხადებს, რომ მასზე და მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება

24/06/2020 09:26:50 სამართალი

„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუამ დღეს, 24 ივნისს საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მასზე და მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება.

„ბატონო მოსამართლე, მინდა, ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა, უბრალო მაგალითი მოვიყვანო: მსოფლიოს, რომელ პარლამენტში, მადუროს, ვენესუელას, ბელორუსიის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე. ბატონ კუჭავას რაღაც აბსურდული სისულეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე, ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილი წერილი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S