Accentnews.ge
კალაძე – ოპოზიციის ბრალდებაზე: „ბლა, ბლა, ბლა“

კალაძე – ოპოზიციის ბრალდებაზე: „ბლა, ბლა, ბლა“

24/06/2020 12:01:38 პოლიტიკა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს თბილისის მერიაში არსებულ კორუფციის რისკებთან დაკავშირებით "ბლა, ბლა, ბლას"–ს უწოდებს.

კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება.

„არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო მათ, ეს არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატარა არგუმენტი ხომ მაინც უნდა დადონ? ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელი იყო არასწორი, რომელი იყო კანონებს მიღმა და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ბლა, ბლა, ბლა... ეს არის ჩემი პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ყიდულობს მიკროავტობუსებს მერია საბიუჯეტო სახსრებით და არა თაად კომპანია, კალაძე პასუხობს, რომ „კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, ტარიფის მატების გარეშე შეისყიდოს მიკროავტობუსები და ამას აკეთებს მუნიციპალიტეტი - კომპანიას ვალდებულება აქვს 2021-2022 წლებში გამოისყიდოს ეს მიკროავტობუსები“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S