Accentnews.ge
რურუა: "მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია"

რურუა: "მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია"

24/06/2020 12:43:54 პოლიტიკა

„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა აცხადებს, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია.

„მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, - წერს რურუა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S