
დუდა: "რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათ წლეულების განმავლობაში გამოცოცხლდა, იგი საქართველოს 2008 წელს თავს დაესხა"
25/06/2020 05:01:53 საგარეო პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათ წლეულების განმავლობაში გამოცოცხლდა.
„2014 წელს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ყირიმის ანექსია მოახდინა, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე კი რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს პოლონეთში ნატო–ს ჯარების, აშშ-ის ჯარების ყოფნა ცხადყოფს, თუ ვინმეს პოლონეთზე თავდასმა მოუნდება, მას ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს. 100 წლის წინ ჩვენ რუსები ვარშავიდან განვდევნეთ. არ გვსურს ამ სიტუაციის განმეორება. მიხარია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ესმის ევროპაში არსებული რეალობა. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო ათ წლეულების განმავლობაში გამოცოცხლდა, იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წელს დაესხა თავს", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.