Accentnews.ge
კონგრესმენი: “ოკუპაციის ფონზე, საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირებს ვუჭერთ მხარს”

კონგრესმენი: “ოკუპაციის ფონზე, საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირებს ვუჭერთ მხარს”

25/06/2020 06:42:39 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს შეხვდა.

დავით ბაქრაძესთან გამართულ მოლაპარაკებებს კონგრესმენი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმიანება:

"შევხვდი საქართველოს ელჩს, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო ღირებულებები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ერები დგას რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებისა და მისი მუდმივი მუქარის ფონზე. მხარს ვუჭერთ უფრო მჭიდრო კავშირებს საქართველოსთან და მათ დახმარებას ქვეყნის სუვერენიტეტის უკეთ დაცვის მიზნით", - წერს კონგრესმენი.

ცნობისთვის: დონ ბეიკონი "ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების" შესახებ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია, რომელშიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მოკავშირედაა მოხსენიებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S