Accentnews.ge
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მას სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ემუქრება

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მას სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ემუქრება

25/06/2020 06:50:53 პოლიტიკა

სამოქალაქო მოძრაობის კახეთის ოფისის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი ემუქრება და "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ჩანაწერის წაშლას სთხოვს.

აქტივისტმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე დაწერა. პოსტის დატოვების შემთხვევაში, ილია ხატიაშვილი აქტივისტს დაემუქრა, რომ მასთან მივიდოდა და "გასაგები ენით" დაელაპარაკებოდა.

მას შემდეგ რაც, გოგოლაშვილმა მუქარის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, საკრებულოს თავმჯდომარე სამოქალაქო მოძრაობის ოფისში არ გამოჩენილა.

თავად საკრებულოს თავმჯდომარე მუქარას უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S